შესავალი პროფესიონალებისთვის:
მოზარდობის პერიოდში დამყარებული რომანტიული ურთიერთობები სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის დიდ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ნორმებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესზე. ჯანსაღი ურთიერთობები ეხმარება ახალგაზრდებს ავტონომიის გრძნობის განვითარებაში. ასეთი ურთიერთობების შედეგია თინეიჯერების თვითშეფასების ამაღლება, სოციალიზაციის სურვილი, თანაგრძნობის უნარის ჩამოყალიბება, სექსუალური გამოცდილება და საკუთარი თავის დამკვიდრება (cf. IzKK-Nachrichten 1/2008, p.8). ზუსტად ამ დროს, ახალგაზრდები პირველად აწყდებიან სხვადასხვა ტიპის ძალადობას ურთიერთობაში.
რადგან TDV-ს არ აქვს განსაზღვრული განმარტება, ჩვენ უნდა ვეძებოთ ის ოჯახური ძალადობისა და ახალგაზრდებს შორის ძალადობის ფარგლებში. სხვადასხვა კვლევა გვაჩვენებს, რომ TDV (ძალადობა ახალგაზრდულ ურთიერთობებში) ისეთივე ხშირია, როგორც ოჯახური ძალადობა ზდასრული ადამიანების ცხოვრებაში. ეს შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა, რაგდან ამ მომენტისთვის, ახალგაზრდების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს ამგვარ ურთიერთობაში ყოფნის გამოცდილება. (cf. Averdijk et al. 2014).
სტამბულის კონვენციის მიხედვით, ტერმინი „ოჯახური ძალადობა“ განმარტებულია, როგორც ყველა ტიპის ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც ხდება ოჯახის, ქორწინებისა თუ ემოციური ურთიერთობის ფარგლებში. (cf. Instanbul-Konvention, 2011). ძალადობა რომანტიულ ურთიერთობებში ახალგაზრდებს შორის, უფრო მეტია, ვიდრე ზრდასრულებში. იგი მოიცავს ძალადობის ფორმებს ყოფილი პარტნიორის მხრიდან, პაემნის დროს და მოკლევადიან ურთიერთობებში. (cf. Averdijk et al. 2014. p.124).
ახალგაზრდებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებში ძალადობა სცდება ფიზიკურის ფარგლებს, მას სხვადასხვა ფორმები აქვს (ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ფიზიკური, სექსუალური) და საკმაოდ კომპლექსურია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი.
მოზარდობის პერიოდში ძალადობის შედეგები მრავალგვარია და განსხვავებულად ვითარდება თითოეული ადამიანისთვის. ამ შედეგებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ ადამიანზე მოკლე ან გრძელვადიან პერპექტივაში, ხანდახან კი ხდებიან მანიფესტი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დონეზე. ძალადობისგან გამოწვეულმა ტრავმვებმა მომავალში შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია, კომპლექსები, დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, მავნე ჩვევები, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, კვების დარღვევები და ა.შ. ეს ყველაფერი ბევრი ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ნაწილია. შედეგები არ ეხება მხოლოდ ინდივიდს, არამედ მთელ სოციალიურ გარემოს. ამის გათვალისწინებით პრევენცია უფრო ხელსაყრელია, როგორც ინდივიდისა და სოციუმისთვის ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. (cf. Fegert et al. 2013, p. 51 ff).