საკანონმდებლო ჩარჩოები
როცა ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის საკითხზე ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ, თუ როგორ აღწერს მას კანონი, რა რეგულაციები არსებობს მასთან მიმართებაში და როგორ გვეხმარებიან ისინი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა, რომელიც მოიცავს პროექტში ჩართული თითოეული პარტნიორი ქვეყნის კანონმდებლობის ძირითად ინფორმაციას, ასევე საერთაშორისო სმართლის მიმოხილვას ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებზე ამ თემასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი ქვეყნების არცერთ კანონმდებლობაში არ არის ნახსენები თვითონ ტერმინი “Teen Dating Violence - TDV” ანუ ძალადობა ახალგაზრდულ ურთიერთობებში, არსებობს კანონები და რეგულაციები, რომელიც ფოკუსირდება ბავშვთა დაცვაზე, სექსუალურ ძალადობაზე და პარტნიორის მხრიდან ძალადობაზე. ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის შემთხვევაშიც, ეს კანონები მოქმედებს.
მოცემული სიტუაციათა მოდელი და მიმოხილვა, შექმნილია როგორც სახელმძღვანელო. აქედან გამომდინარე, აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევა, კონტექსტურად არ შეესაბამება სამართლებრივ დევნას. ყველა საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება, ზუსტად ამიტომ, საგამოზიებო უწყებები, პროკურატურა და სხვა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებიც შეფასების პროცესში ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ.