კვლევა
ამ აქტვობის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ რაოდენობრივი კვლევა ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის შემთხვევების შესაფასებლად, ძალადობის ტიპების, ფორმებისა და მათი შედეგების დასადგენად. ეს კვლევა ჩატრადა ყველა პარტნიორ ქვეყანაში.
კვლევისთვის გამოვიყენეთ ონლაინ-კითხვარი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1000-მა ადამიანმა თითოეულ ქვეყანაში. კვლევა ჩატარდა ისე, რომ შეიძლება შესაძლებელია, შედეგების განზოგადება და არგუმენტირებულ მასალად გამოყენება მსგავს აქტივობებში. ადგილობრივ კვლევას შემდგომ მოჰყვა შედარებითი კვლევა. კვლევის შედეგები გამოვიყენეთ სხვა აქტივობების განხორციელებისთვის (Facebook ჯგუფი, ონლაინ-პლატფორმა და ინტერაქციული ქვიზი).
სოცალური ჯგუფი Facebook-ზე (ან Instagram-ზე)
ჩვენ შევქმენით სოციალური ჯგუფი ყველა პარტნიორ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდა მუშაკები მსჯელობენ ახალგაზრდულ ურთიერთობებში არსებულ ძალადობასთან დაკავშირებულ თემებზე. 2018 წლის მარტში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ფოკუსირებული იყო სოციალურ მედიასა და ახალგაზრდებთან კომუნიკაციაზე.
დისკუსიას უძღვებიან ახალგაზრდა მუშაკები და მოხალისეები პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ისინი, ვინც მუშაობენ სამიზნე ჯგუფებთან და აქვთ შესაბამისი ცოდნა ამ ტიპის ძალადობის შესახებ. ჯგუფში ატვირთულია და გაზიარებულია შესაბამისი მასალები, ვიდეოები, ვებსაიტების მისამართები, სადაც ამ თემებს განხილავენ და სხვა. მიმდინარეობს დისკუსიები ახალგზრდულ ურთიერთობებში არსებული ძალადობის შესახებ. ახალგაზრდა მუშაკი რეგულაულად (კვირაში ერთხელ) კითხულობს კომენტარებსა და მოსაზრებებს.
უფრო მეტიც, ჩვენი პროექტი მოქნილად რეაგირებს სიტუაციაზე და იაზრებს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ახალ მედიას თინეიჯერებისთვის. ამიტომაც რამდენიმე პარტნიორმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა გამოეყენებინა ინსტაგრამიც, ვინაიდან ეს აპლიკაცია უფრო პოპულარულია ფოკუს-ჯგუფებში. ინსტაგრამის პოსტებს აქვთ რამდენიმე მიზანი- მაგალითად, ინფორმირება ახალგაზრდულ ურთიერთობებში არსებული ძალადობის შესახებ, ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ, Facebook-ჯგუფის ან პროექტის სხვა აქტივობების შესახებ. პოსტები მოტივაციას უღვივებს ახალგაზრდებს, რომ იმსჯელონ ამ თემაზე და გამოხატონ საკუთარი აზრი.