როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია
ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის კვლევა გვაჩვენებს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ურთიერთობაში ძალადობას განიცდიან, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცის უზიარებენ მეგობრებს, მშობლებს ან იმ პირებს რომელთაც ენდობიან.
მნიშვნელოვანია, რომ არ დაგვავიწყდეს თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა ვინმე ასეთ ინტიმურ ინფორმაციას გვიზიარებს. ჩვენმა რეაქციამ და ნათქვამმა, შეიძლება პოზიტიურად ან ნეგატიურად იმოქმედოს ასეთ სიტუაციაში, რადგან ეს თემა საკმაოდ ფაქიზი და სენსიტიურია.
ქვემოთ მოცემულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვესაუბროთ ახალგაზრდებს, რომლებიც გვანდობენ სენსიტიურ ინფორმაციას მათ ურთიერთობაში ძალადობის და შევიწროების შესახებ:
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და იგი მარტო არ არის. ამ თემაზე საუბარი ადვილი არაა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ასევე ეტყვით, რომ იგი ძლიერია და თქვენ მადლობელი ხართ რომ ეს პიროვნება გენდობათ. ნათლად აჩვენეთ დაზარალებულს, რომ დახმარებას იმსახურებს და თქვენ გვერდში დაუდგებით.
- შემდეგი ნაბიჯი, იქნება ის, რომ დაზარალებულს მივცეთ დრო და არ ვაიძულოთ გადაწყვეტილებების ახლავე მიღება. ეს რა თქმა უნდა განსხვავდება ყველა სიტუაციისთვის. არის შემთხვევები, როცა თქვენ ვალდებული ხართ, საქმის კურსში პოლიცია ჩააყენოთ იმის მიუხედავად თანახმაა თუ არა დაზარალებული (მაგ: ბავშვებზე ძალადობა). არის სიტუაციები, როცა თქვენ დაჟინებით უნდა სთხოვოთ ადამიანს დატოვოს ძალადობრივი ურთიერთობა და დაურეკოს პოლიციას (მაგ: როცა მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება). სხვა შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ ძალადობის მსხვერპლს აჩვენოთ მაქსიმალური ემპათია და თანაგრძნობა. აჩვენეთ მათ, რომ რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ მოძალადის ბრალია.
.
You can say:
- “რაც მოხდა შენი ბრალი არაა.”
- “ძალიან გაბედული ხარ რომ მითხარი”
- “მარტო არ ხარ”
- “შენს გვერდით მიგულე”
- “ახლა უსაფრთხოდ ხარ?”
- კიდევ ერთი ვარიანტია, დაზარალებულს შევთავაზოთ უსაფრთხოების გეგმა. უსაფრთხოების გეგმა, კონკრეტული ნაბიჯების კრებულია, რომელიც ეხმარება დაზარალებულს გაზარდოს საკუთარი უსაფრთხოება, როცა იმყოფება ძალადობრივ ურთიერთობაში ან სურს ასეთი ურთიერთობის დატოვება. ასეთი გეგმა, შეიძლება შეიცავდეს შემდეგს: კონფლიქტის შემთხვევაში, შეთანხმებულ მინიშნებას, რათა თქვენ ან სხვა ნდობით აღჭურვილმა პიროვნებამ შეძლოთ დახმარება ან პოლიციის გამოძახება; იმის განსაზღვრა, თუ სად წავა დაზარალებული კონფლიქტის დროს, რომელია უსაფრთხო სივრცე; შეხსენება, რათა ამ პიროვნებამ სულ თან იქონიოს ტელეფონი. საფრთხის შემთხვევაში პოლიციის გამოსაძახად; დაშორების შემთხვევაში, დახმარება უსაფრთხოების გასაზრდელად. მაგ.: ურთიერთობის გაწყვეტა ტელეფონით, ან იმის დაგეგმვა, თუ როგორ ავიცილოთ თავი მოძალადესთან შეხვედრას ავტობუსში, თუ სხვა საჯარო სივრცეში (მაგ. როცა ერთ სკოლაში სწავლობენ) და ა.შ.
- რეკომენდირებულია, რომ დაზარალებულს სათანადო დახმარების მისაღებად გაყოლა შესთავაზოთ:
- მშობლებთან, თუ ენდობა მათ
- სასკოლო ფსიქოლოგთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- დამხმარე ორგანიზაციაში
- შეგიძლიათ დაეხმაროთ, რათა ცხელ ხაზზე დარეკონ ან მიწერონ სათანადო ორგანოებს.