რაოდენობრივი კვლევის შედეგები
სქესის მიმართ ძალადობის კვლევა ახალგაზრდებში
წარმოდგენილი კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოში არსებული სიტუაცია პარტნიორზე ძალადობის თვალსაზრისით 16-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ქვეჯგუფებში სხვადასხვა ტიპის ძალადობას შორის კავშირის შესწავლასა და ისეთი განსხვავებული ცვლადების მიხედვით მიღებული მონაცემების შედარებასთან ერთად, როგორიცაა სქესი, ასაკი და ა.შ. კვლევამ გამოკვეთა ძალადობის განსხვავებული ტიპების სიხშირე და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილებს შორის სხვადასხვა ძალადობასთან ასოცირებული შემთხვევები. მონაცემები შესწავლილია იმ ძალადობის ტიპების საფუძველზე, რომელიც გამოიკვეთა კითხვარში წარმოდგენილი ფაქტორების მიხედვით. ძალადობის თითოეული ტიპი გაანალიზდა ხანგრძლივობისა და ამ უკანასკნელის განმეორებითობის მიხედვით, რამაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა გავრცელებაში. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის ძალადობრივი ურთიერთობის ან ძალადობრივი შემთხვევის გამოცდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სირთულეების გაჩენას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, კვლევამ შეისწავლა ძალადობის შედეგები და მასთან ერთად მსგავს სირთულეებთან გამკლავების მეთოდები.
კვლევის მიზანი
წარმოდგენილი კვლევის საერთო მიზანი არის ჩამოთვლილი ფაქტორების განსაზღვრა:
- ძალადობრივი ქცევის ოდენობა პარტნიორებს შორის 16-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის ტიპის ჩათვლით მაკონტროლებელი ქცევის შემთხვევებთან ერთად;
- ძალადობრივი ქცევის განმეორებითობა და ხანგრძლივობა;
- ძალადობის ნებისმიერი ტიპის გამოცდის შემდგომი სირთულეები;
- ძალადობასთან გამკლავების მეთოდები;
კვლევის მეთოდები
ამ კვლველვაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილებს შორის ძალადობრივი ურთიერთობების მოცულობისა და სიხშირის და მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანების დემოგრაფიული პროფილის შესასწავლად. კვლევის შერჩევა იყენებს შერჩევის სტრატიფიცირებულ მიდგომას. შერჩევის დიზაინის ძირითადი მიზანი იყო მიეღო ძალადობის სავარაუდო გავრცელება სქესისა და ასაკის ჯგუფებში. მთლიანად ჩატარდა 1030 ინტერვიუ 7 დიდი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, თელავი) მცხოვრებელ 16-26 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ ქალებში და მამაკაცებში . კითხვარი შეიქმნა ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე და შეიცავს 42 სხვადასხვა მტკიცებას სირთულეებისა და ძალადობრივი ურთიერთობების შემთხვევების შესახებ. ცვლადების დაჯგუფების შედეგად ძალადობის 4 მთავარი ტიპი გამოიკვეთა: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური და ეკონომიკური. გარდა ამისა, კითხვარის შინაარსმა და ზემოთ ხსენებულმა ფაქტორებმა მოგვცა საშუალება ძალადობრივი ქცევის ორი დამატებითი ქვეჯგუფი გამოგვეყო: მაკონტროლებელი ქცევა და ძალადობა ტექნოლოგიების გამოყენებით.