ასოციაცია ათინათი
ასოციაციის მისიაა განათლებული, ტოლერანტი და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამისათვის, „ათინათი“ ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობ პროგრამებს. ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოსახლეობის ინფორმირებულობას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დევნილი (რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე) მოსახლეობის გაძლიერებას. „ათინათი“ ძალადობის მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს და სამედიცინო დახმარებას, მუშაობს ასევე მოძალადეებთან, ავრცელებს ინფორმაციას და მუშაობს პრობლემის პრევენციაზე. ორგანიზაცია ასევე ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.
- არსებული სერვისები:
- ახალგაზრდული მუშაობა
- ფსიქოლოგიური კონსულტაცია
- სოციალური მუშაობა
- სამედიცინო კონსულტაციები
- იურიდიული დახმარება
- საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: რუსთაველის #94, ზუგდიდი
საიტი: www.atinati.org
Facebook: www.facebook.com/atinati.ge/
ელ.ფოსტა: office@atinati.org
ტელეფონი: +995 415 25 00 56