კითვხა-პასუხი

სასარგებლო ინფორმაცია

კითხვა - პასუხი

ვაფასებ, რომ შენს მეგობარზე ზრუნავ და მისი ბედნიერება გადარდებს. ალბათ რთულია ხედავდე მეგობარს უბედურ ურთიერთობაში. ძალიან კარგია, რომ ცდილობ მის დახმარებას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დარწმუნებული არ ხარ ასეთ სიტუაციაში რა უთხრა. მნიშვნელოვანია რომ მას მოუსმინო, აგრძნობინო რომ შეუძლია გენდოს. თუ შენ მეგობარს უნდა თავის გრძნობებზე გესუბროს, დააცადე ლაპარაკი, მოუსმინე და შეეცადე მხარი დაუჭირო. შეგიძლია მეგობარს კეთილგონივრულად აუხსნა, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არ არის და ჩანს ტოქსიკური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ტოქკისურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გარეშე პირი ამბობს, რომ ურთიერთობა ტოქსიკური, არაჯანსაღი და ძალადობრივია. ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს ტოქსიკურ ურთიერთობაში ყოფნას, ამიტომ ამის აღნიშვნა შეიძლება დაეხმაროს ვითარებას. ასე გამოჩნდება თუ რისი გაკეთება სურს შენს მეგობარს. მიეცი საშუალება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და პატივი ეცი მას, იმ შემთხვევაშიც თუ არ ეთანხმები. ნათლად აუხსენი მეგობარს რომ მის გვერდით ხარ და ნებისმიერ დროს შუძლია მოგმართოს. ასევე შეგიძლია მას ურჩიო დაუკავშირდეს ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ. იქ მას შეუძლია პროფესიონალებს გაესაუბროს (ნახეთ ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია).

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #დაეხმარემეგობარს

მეგობრის ასეთ ურთიერთობაში აღმოჩენა შოკისმომგვრელია და ის, რომ ჯერ არ იცი რა ქნა, ნორმალურა. ძალიან კარგია რომ ამაზე კითხვა დასვი და მეგობრის დახმარება გინდა! პირველ რიგში მეგობარს უნდა დაელაპარაკო განცალკევებულ, უსაფრთხო სივრცეში - შეგიძლია კითხო რას გრძნობს. მნიშვნელოვანია მეგობარმა იგრძნოს, რომ შეუძლია გენდოს და თავი დაცულად იგრძნოს შენთან ერთად. მეგობარს უნდა დაუთმო სივრცე იმაზე სასაუბროდ, რისთვისაც თვითონაა მზად. რაიმეს იძულება დაუშვებელია. შეგიძლია კეთილგონივრულად აუხსნა, რომ მათი ურთიერთობა ტოქსიკურს გავს და ურჩიო პროფესიონალების დახმარება (ნახეთ ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია). ექსპერტებმა უკეთ იციან როგორ გაესაუბრონ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და დაეხმარონ მათ. მეგობარს ასევე აუხსენი რომ თუ მისი შეყვარებული ისევ შეეცდება მის ცემას, უფლება აქვს პოლიცია გამოიძახოს. რთულია ისეთ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც ძალადობრივ ურთიერთობაშია, ხშირად ისინი უარყოფენ პრობლემას და უარს ამბობენ დახმარებაზე. არ დანებდე, შეეცადე დაეხმარო მეგობარს, ნურაფერს დააძალებ. ძალადობრივი ურთიერთობებისგან დაზარალებული პირები ხშირად თავს იდანაშაულებენ და უარყოფენ ამ ურთიერთობის ნეგატიურ ეფექტებს. ასეთი ურთიერთობის შეწყვეტა ადვილი არ არის – მოძალადე პარტნიორები სისტემატიურად და მიზანმიმართულად უტევენ მსხვერპლის თვითშეფასებას, რათა მსხერპლს არ ქონდეს თავდაჯერებულობა და არ დაშორდეს მოძალადეს. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია იქ იყო, როცა მეგობარი მზად იქნება ნაბიჯის გადასადგმელად.

თეგები:#ტოქსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #დაეხმარემეგობარს, #ფიზიკურიძალადობა, #ფსიქოლოგიურიძალადობა

შენი პირადი სივრცის დაცვა ნამდვილად არ არის არასწორი. თუ გინდა, რომ შეყვარებულმა არ წაიკითხოს შენი პირადი შეტყობინებები, შენი არჩევანი და უფლებაა მას უარი უთხრა! პაროლის გაზიარებაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს მალავ. ისევე როგორც მისთვის პაროლის მიცემა არ ნიშნავს ნდობის დამტკიცებას. ნდობა და ურთიერთპატივისცემა უპირობო უნდა იყოს, მათ ვერ შეიძენ რაიმე მოქმედებით. ნდობა და პატივისცემა ასევე გულისხმობს პირადი საზღვრების დადგენას და პარტნიორის პირადი სივრცის პატივისცემას. გულწრფელი და ღია საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით კარგი გამოსავალია, რათა შეყვარებულს გაუზიარო შენი გრძნობები და ემოციები. ამის შემდეგ შეგიძლიათ ერთად მოიფიქროთ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს ნდობის ნაკლებობის პრობლემა.

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #დაეხმარემეგობარს, #ფიზიკურიძალადობა, #ფსიქოლოგიურიძალადობა

თუ ის გთხოვს ისეთი რამის გაკეთებას, რაც არ მოგწონს, შეგიძლია ამაზე მას გაესაუბრო. შეეცადე აუხსნა, რომ ინტიმური, შიშველი ფოტოების გადაღება და მისთვის გაგზავნა შენი სტილი არ არის. თავს კომფორტულად არ გრძნობ, როცა ამის გაკეთებას გთხოვს. თუ პატივს გცემს, შენს გადაწყვეტილებასაც შეეგუება. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ შენს ხელშია! შენი არჩევანი და უფლებაა გადაიღო ისეთი ფოტოები, როგორიც გინდა და გაუგზავნო ვისაც გინდა. თუ იგი გააგრძელებს ასეთი ფოტოების მოთხოვნას, შენ შეიძლება მოგიწიოს უარის თქმა და მასთან კომუნიკაციის შეწყვეტა. შენი უფლებაა იყო ადამიანთან, რომელიც პატივს სცემს შენ პირად საზღვრებსა და გადაწყვეტილებებს. ინტიმური ფოტოების გაზიარება არ არის მოწონებისა თუ სიყვარულის მტიკეცბულება. ასეთი რამ უნდა მოხდეს ორივე პარტნიორის თანხმობით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მეტი ინფორმაცია თანხმობის გაცემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ..

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #კიბერძალადობა, #ზეწოლა, #თანხმობა

შენ გიყვარს შენი შეყვარებული და ზრუნავ მასზე, მაგრამ ხანდახან გეჩვენება რომ ზედმეტად ბევრს სწერთ ერთმანეთს. საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის დროის გამოყოფა არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი შეყვარებული ხარ. ეს დრო შენთვის გჭირდება, ეს ნათელი და გასაგებია. შეგიძლია პარტნიორთან ამაზე საუბარი სცადო, უთხარი რომ სხვა აქტივობებითაც გინდა დაკავდე. შეგიძლია მას უთხრა, რომ გიყვარს, მაგრამ გარკვეული დროის ცალკე თუ მეგობრებთან გატარება შენთვის მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ, ისაუბრეთ ერთმანეთის მოლოდინებზე. ასევე შეგიძლიათ შენი პარტნიორის შიშებისა და ნერვიულობის მიზეზებზე ისუბროთ. ღია კომუნიკაცია კარგია ერთმანეთის უკეთ გასაგაებად და კომფორტული პირადი საზღვრების დასადგენად.

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #კიბერძალადობა, #კონტროლი

კარგია, რომ სხვადასხვა გზებით ცდილობ მეგობრის დახმარებას. რაც დაემართმა ნამდვილად არ არის მისი ბრალი. იმის მერე, რაც გადაიტანა ნორმალურია, რომ დეპრესიულად გრძნობს თავს. თვითშეფასების, თავდაჯერებულობის, საკუთარი თავის უნდობლობის პრობლემები ხშირია ძალადობრივი ურთიეთობების შემდეგ. მოძალადე პარტნიორებმა კარგად იციან როგორ იმანიპულირონ მსხვერპლით. მოძალადე პარტნიორები სისტემატიურად და მიზანმიმართულად უტევენ მსხვერპლის თვითშეფასებას, რათა მსხერპლს არ ქონდეს თავდაჯერებულობა და არ დაშორდეს მოძალადეს. შეგიძლია უთხრა, რომ გჯერა მისი, შეუძლია ამ ყველაფერზე თავისუფლად გესუბროს. აუცილებელია მეგობრებს ვაგრძნობინოთ, რომ გვ9ჯერა მათი, არ განვსჯით და მესამე პირს არ გავუზიარებთ მის პირადს (თუ მას არ სურს). არ დააძალო მეგობარს ლაპარაკი თუ ჯერ მზად არ არის. გაუმეორე, რომ რაც მოხდა მისი ბრალი არ არის! ასევე შეგიძლია მას ურჩიო დაუკავშირდეს ორგანიზაციებს, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ. იქ მას შეუძლია პროფესიონალებს გაესაუბროს (ნახეთ ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია).

თეგები: #ტოკსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა #დაეხმარემეგობარს

სავსებით ნორმალურია თავს ემოციურად ცუდად გრძნობდე იმის მერე, რაც შეგემთხვა. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ მარტო არ ხარ და დახმარება ხელმისაწვდომია. შენ უკეთ ყოფნას იმსახურებ. აქ არის ორგანიზაციათა სია, რომლებსაც მსგავს სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ ფსიქოლოგიური დახმარებაც გაგიწიონ. აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს, შეამოწმო ყველაფერი რიგზეა თუ არა და გაიკეთო ფეხმძიმობის ტესტი,მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე, თუ ძალიან ახალგაზრდა ხარ, დიდი შანსია ექიმი ვალდებული იყოს მომხდარი ბავშვზე ძალადობად დააფიქსიროს. დიდ რეკომენდაციას ვუწევთ ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რომლებიც დაგეხმარებიან (უნდა არსებობდეს სერვისი, რომელიც ანონიმურ დახმარებას უზრუნველყოფს- მაგალითად, ბავშვთა დასახმარებელი ცხელი ხაზი- მეტი ინფორმაციისთვის გადაამოწმე მსგავსი ორგანიზაციების სია შენს ქვეყანაში, რომლებიც დახმარებას შეძლებენ). ამ ორგანიზაციებში არიან პროფესიონალები, რომლებთანაც უშიშრად ილაპარაკებ შენს სიტუაციაზე და შიშებზე, ისინი კი დაგეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა უნდა მოიმოქმედო. ასევე შეგიძლია გადაამოწმო კანონმდებლობა, რომელიც გაუპატიურებას მოიცავს ამ ლინკზე, რათა გადაწყვიტო, გაასაჩივრო ეს შემთხვევა პოლიციაში, როგორც კრიმინალი, თუ არა. მიუხედავად იმისა, გადაწყვეტ თუ არა დახმარებისთვის პროფესიონალთათვის მიმართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი აზრია, თუ მომხდარის შესახებ გაესაუბრები ვინმეს, ვისაც ენდობი. ეს შეიძლება იყოს შენი მეგობარი, ოჯახის წევრი ან მასწავლებელი. შენ იმსახურებ იმას, რომ მარტო არ დარჩე შენს გრძნობებთან და ემოციებთან. შეგიძლია სანდო პირს ასევე სთხოვო გამოგყვეს ექიმთან ან პოლიციაში.

თეგები: #სექსუალურიშევიწროება, #გაუპატიურება, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა

ასეთი ტრავმატული გამოცდილების შემდეგ, არასასიამოვნო და მტკივნეული მოგონებები, ასევე გადაჭარბებული მადა, ნორმალური და საკმაოდ ხშირია. გაუპატიურებას მძიმე შედეგები მოყვება და ის რომ შენ ვერ დაივიწყე რისი გადატანაც მოგიწია, ნორმალურია. ამ ყველაფერში მარტო ყოფნას არ იმსახურებ! გასაგებია, რომ ამაზე მშობლებთან , ან სხვა ადამიანებთან საუბარი დიდი სირთულე და გამოწვევაა. არ დააძალო ეს საკუთარ თავს. ხანდახან უკეთესია ვინმეს ანონიმურად გაესაუბრო. შეგიძლია ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია შეამოწმო და ნახო, თუ რომელ ორგანიზაციას აქვს ანონიმური კავშირის მომსახურება. მათ ასევე შეუძლიათ დაგეხმარონ იპოვო გზები შენს მშობლებთან სასაუბროდ, ფსიქოლოგიური დახმარება გაგიწიონ, ან სხვა სახით დაგიდგნენ გვერდში. პროფესიონალები მზად არიან დაგეხმარონ, როცა თვითონ იქნები ამისთვის მზად.

თეგები:#სექსუალურიშევიწროება, #გაუპატიურება, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა

ამ კრიმინალური დანაშაულის აღრიცხვისა და პოლიციის საქმის კურსში ჩაყენების უფლება, მხოლოდ და მხოლოდ შენია. იმისთვის, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო და ბოლომდე ინფორმირებული იყო, გირჩევთ რომელიმე დამხმარე ორგანიზაციას დაუკავშირდე (შეამოწმე ჩვენი ორგანიზაციების სია, რათა იპოვო სათანადო შენს ქვეყანაში). მათ შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია ამ დანაშაულის სამართლებრივ ასპექტებზე და აგიხსნან შენი უფლებები. მეტიც, მათ შეუძლიათ წინასწარ შეგამზადონ იმ ყველაფრისთვის, რაც საქმეში პოლიციის ჩართვის შემდეგ არის მოსალოდნელი: გამოძიება და სასამართლო პროცესი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სურვილისამებრ. ასევე ალტერნატიული გზაა, წაიკითხო იურიდიული ინფორმაცია გაუპატიურებასთან დაკავშირებით მოცემულ ლინკზე

თეგები: #სექსუალურიშევიწროება, #გაუპატიურება

გაუპატიურების გამოცდილების შემდეგ, დაზარალებულს სხვადასხვა ემოციები აწუხებს. ხშირია ბრაზიც და საკუთარი თავის დადანაშაულებაც. შენი ბრალი არაა, რომ გაგაუპატიურეს! მნიშვნელობა არ აქვს გარემოებებს, აქ შენი შეყვარებულია დამნაშავე. შენ ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო, მაგრამ ეს მაინც მოხდა. არავის აქვს უფლება დაარღვიოს შენი სხეულის ავტონომია და თანხმობის გარეშე სექსით დაკავდეს შენთან. სრულიად გასაგებია, რომ იმის მერე, რაც შეგემთხვა, ადამიანებს არ ენდობი. საკუთარ გრძნობებში გარკვევა და ასეთ სიტუაციასთან გამკლავება, საკმაოდ რთულია. (ნახეთ ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია). ექსპერტებმა უკეთ იციან როგორ გაესაუბრონ ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და დაეხმარონ მათ. უსაფრთხო და კონფიდენციალურ გარემოში, პროფესიონალებთან შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს. ასევე გაიგოთ, თუ რა დაგეხმარებათ ამგვარი ტრავმული გამოცდილების დაძლევაში.

თეგები: #სექსუალურიშევიწროება, #გაუპატიურება, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა

მადლობა, რომ ეს საკითხი წინ წამოწიე. ისეთ ქცევაზე, რომელიც პარტნიორის მხრიდან სწორად არ მიგვაჩნია ან გვწყინს, აუცილებელია, ღია საუბარი. შენმა პარტნიორმა არ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც შენ ცუდად გაგრძნობინებს თავს. შენთან შეთანხმების გარეშე, მას ნამდვილად არ აქვს პირადი შეტყობინებების გაზიარების უფლება! შეგიძლია შეეცადო უთხრა როგორ გრძნობ თავს და სთხოვო ეს აღარ გააკეთოს. შენ გაქვს კომფიდენციალურობის უფლება. ასევე იმსახურებ იყო ადამიანთან, რომელიც პატივს გცემს და არ გავნებს. ჩვენი ქვიზის საშუალებით, შეგიძლია გაიგო, იმყოფები თუ არა ტოქსიკურ ურთიერთობაში. იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ტოკსიკურ ურთიერთობაში ყოფნის შემთხვევაში, გადადით ჩვენს ვებ-გვერდზე.

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #კიბერძალადობა

ის, რომ ყოფილი პარტნიორისგან მიღებული მესიჯები მტკივნეული წასაკითხია და შემაწუხებელია, ძალიან ბუნებრივი და გასაგებია. განსაკუთრებით თუ თქვენი ურთიერთობა არაჯანსაღი და ტოქიკური იყო. ასეთ სიტუაციაში ბევრი სხვა დამიანიც ასე იგრძნობდა თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე კარგი ურთიერთობა გქონდათ, ის აღარ უნდა გწერდეს, თუ ნათლად აუხსენი რომ ეს არ გსურს. შენ გაქვს უფლება იცხოვრო ზედმეტი სტრესის გარეშე და გქონდეს საკუთარი პირადი სივრცე. შენ შეგიძლია ყველა ინტერნეტ პლატფორმაზე დაბლოკო იგი და შეცვალო საკუთარი ტელეფნის ნომერი. თუ ამ ყველაფრის გაკეთებამ შედეგი არ გამოიღო, შეგიძლია მოცემულ ლინკზე წაიკითხო იურიდიული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ან დაუკავშირდე რომელიმე ორგანიზაციას.

თეგები: #კიბერძალადობა

როგორც ახალგაზრდა გოგონებისთვის, ისე ზდასრული ქალებისთვის, რთულია დაშორდნენ მოძალადე პარტნიორს, რომელიც უყვართ. კარგია, რომ მასთან ურთიერთობის გაწყვეტის საჭიროება გაიაზრე- ეს კარგი დასაწყისია! შენს აღწერაზე დაყრდნობით, ეს ურთიერთობა ძალადოვრივი იყო. მოძალადე პარტნიორებისთვის დამახასიათებელია კონტროლი და ძალის დემონსტრაცია, რათა მსხერპლს შეეშინდეს და არ დატოვოს ურთიერთობა. მოძალადე პარტნიორები, მანიპულირებენ მსხვერპლით, უსპობენ მას თვითშეფასებას, ადანაშაულებენ მას და ა.შ. ასე რომ, მოძალადე პარტნიორისგან თავის დაღწევა, გრძელი პროცესია. ჩვენი აზრით, ჯერჯერობით საუკეთესო გამოსავალია ამის შესახებ გაესაუბრო ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობი (მეგობარი, მშობელი, მასწავლებელი, ...) ან დაუკავირდე პროფესიონალებს: სოციალურ მუშაკებს ან ფსიქოლობებს, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ (ნახეთ ჩვენი დამხმარე ორგანიზაციების სია). ტკივილის გაყუჩებას დრო სჭირდება, მაგრამ ეს შესაძლებელია. შენ იმსახურებ ურთიერთობას ძალადობის გარეშე! ურთიერთობას, რომელიც დამყარებულია სიყვარულზე, კომფორტზე და უსაფრთხოებაზე!

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა, #ფსიქოლოგიურიძალადობა, #ფიზიკურიძალადობა

პარტნიორის მხრიდან ძალადობას, მოზარდი ბიჭები და ზდასრული მამაკაცებიც განიცდიან. ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფაქტი მიუღებელია, მნიშვნელობა არ აქვს მოძალადე კაცია, თუ ქალი. ის, რასაც შენი მეგობარი განიცდის, ემოციურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰგავს, ფიზიკური დაზიანების გარეშე. ინტიმურ პარტნიორებს შორის ძალადობას მძიმე შედეგები მოყვება. ამ ძალადობის ფორმასაც აქვს აღრიცხვისა და დამტკიცების მეთოდები - ხმის ჩანაწერები, ვიდეოები, მიმოწერის ფოტო-სურათები, სადაც ჩანს შანტაჟი. შეგიძლია მეგობარს გაესაუბრო პროფესიონალური დახმარების მიღების შესაძლებლობაზე. ექპერტებმა უკეთ იციან, თუ რა სახის დამამტკიცებელი საბუთებია საჭირო ამ სიტუაციაში. როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება (მაგალითად, ერთ-ერთი გზაა, საქმეში პოლიცია ჩაერიოს). შეგიძლია ასევე შეამოწმო ჩვენ მიერ ჩატარებული სამართლებრივი კვლევა, რათა იპოვო პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში, მეგობარს გვერდში დაუდგე - უთხარი, რომ გჯერა მისი და არ განსჯი. მწვავე, ფაქტობრივი საფრთხის შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალია პოლიციაში დარეკვა. პოლიციას აუცილებლად უნდა ქონდეს რეაგირება, მნიშვნელობა არ აქვს მოძალადისა და დაზარალებულის სქესს. შეგიძლია ეს ყველაფერი მეგობარს შეახსენო და მოტივაცია მისცე პოლიციას დაურეკოს საფრთხის შემთხვევაში. შენ მეგობარს, აქვს უფლება შეწყვიტოს ეს ურთიერთობა და იცხოვროს ძალადობის გარეშე.

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #ძალადობრივიურთიერთობა, #ფსიქოლოგიურიჯანმრთელობა, #დაეხმარემეგობარს #ფსიქოლოგიურიძალადობა

ის, რომ ყოფილი პარტნიორისგან მიღებული მესიჯები მტკივნეული წასაკითხია და შემაწუხებელია, ძალიან ბუნებრივი და გასაგებია. განსაკუთრებით თუ თქვენი ურთიერთობა არაჯანსაღი და ტოქიკური იყო. ასეთ სიტუაციაში ბევრი სხვა დამიანიც ასე იგრძნობდა თავს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე კარგი ურთიერთობა გქონდათ, ის აღარ უნდა გწერდეს, თუ ნათლად აუხსენი რომ ეს არ გსურს. შენ გაქვს უფლება იცხოვრო ზედმეტი სტრესის გარეშე და გქონდეს საკუთარი პირადი სივრცე. შენ შეგიძლია ყველა ინტერნეტ პლატფორმაზე დაბლოკო იგი და შეცვალო საკუთარი ტელეფნის ნომერი. თუ ამ ყველაფრის გაკეთებამ შედეგი არ გამოიღო, შეგიძლია მოცემულ ლინკზე წაიკითხო იურიდიული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ან დაუკავშირდე რომელიმე ორგანიზაციას.

თეგები: #კიბერძალადობა

ის, თუ როდის გქონდეს სექსი, მხოლოდ შენი არჩევანია. არავის აქვს უფლება დაგაძალოს ის, რაც არ გინდა, ან რისთვისაც ჯერ მზად არ ხარ. შენ გაქვს უფლება აირჩიო როდის, სად და ვისთან გქონდეს სექსი. ასეთი გადაწყვეტილებებისთვის დროა საჭირო, ეს გასაგებია. აუხსენი მეგობარ ბიჭს, რომ ჯერ მზად არ ხარ. შეყვარებულმა პატივი უნდა სცეს შენს გადაწყვეტილებას სექსთან დაკავშირებით. თუ ის შენს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემს და აგრძელებს ამაზე საუბარს, შენ მაინც გაქვს უფლება უარი უთხრა. სექსით დაკავება, მაინც და მაინც, სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთი არ არის. ის არ უნდა განვიხილოთ, როგორც სიყვარულის მტკიცებულება, არამედ (ასევე) სიყვარულის და ვნების მანიფესტი. სექსი, მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს! შენ უფლება გაქვს თქვა არა, უფლება გაქვს დრო მოითხოვო მოსაფიქრებლად. სექსი ვალდებულება არ არის, მნიშვნელობა არ აქვს გარემოებას.

თეგები: #ტოქსიკურიურთიერთობა, #პირველისექსი, #ზეწოლა, #თანხმობა