რას გულისხმობს ძალადობა ახალგზარდულ ურთიერთობებში (TDV- Teen Dating Violence)?
ძალადობა ახალგაზრდულ ურთიერთობაში ვლინდება, როდესაც ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობა შეიცავს ფიზიკურ, ემოციურ/ფსიქოლოგიურ ძალადობასა და თვალთვალს. ეს არის ქცევების გამოხატულება, როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს სურს მოიპოვოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება მეორე პარტნიორზე. ეს შეიძლება მოხდეს პირადად ან ელექტრონულად, შეიძლება გამოვლინდეს ახლანდელ ან ძველ პარტნიორთან მიმართებაში.
Love & Respect” პროექტში ჩართულ ხუთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად და მოზარდებისა და თინეიჯერების (ვისაც აქვს ურთიერთობაში ყოფნის გამოცდილება) დაახლოებით 54,8% გამოუცდია ან ახლაც განიცდის ძალადობრივ ქმედებებს პარტნიორის მხრიდან თანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შევიწროვების/ძალადობის ტიპები
ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა მოიცავს არასასურველი სახელების დაძახებას, შეურაცხყოფას, ყვირილს, მიზნობრივად უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას, ახლო მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვას, მუქარებს, დადანაშაულებას, მუდმივ მეთვალყურეობას, ნივთების დაზიანებას, დამცირებას, საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებას, ჭორების გავრცელებას
ემოციურმა ძალადობამ შეიძლება არ გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, მაგრამ განაპირობებს ემოციურ ტკივილებს, ზიანს აყენებს თვითშეფასებას, ამცირებს თავდაჯარებასა და თავმოყვარეობას. შედეგად, შეიძლება მსხვერპლმა საკუთარი თავს დააბრალოს პარტნიორის შეურაცხმყოფელი ქმედებები.
სექსუალური ძალადობა გულისხმობს ნებისმიერ საქციელს, რომლითაც ახდენენ ზეწოლას პარტნიორზე და აიძულებენ, ჩაიდინონ მათთვის არასასურველი სექსუალური ქმედება. ეს შეიძლება იყოს არასაურველი კოცნა ან შეხება, არასასურველი, საფრთხისშემცველი და დამამცირებელი სექსუალური აქტის დაძალება, სექსუალური შევიწროვება, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, პრეზერვატივის გამოყენების აკრძალვა, სექსობრივი კავშირის დამყარების მცდელობა ნასვამ ადამიანთან, სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობა ადამიანთან, რომელსაც არ უთქვამს „დიახ“ ამ კავშირზე, პორნოგრააფიის ყურების დაძალება და სხვა.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, მხოლოდ ის რომ მსხვერპლს არ უთქვამს „არა“, ეს არ ნიშნავს თანხმობას. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ფიზიკური წინააღმდეგობის გამოხატვისას უფრო მეტად ძალადობენ მსხვერპლზე. ფიზიკური ძალადობის მაგალითებია: დარტყმა, ხელის კვრა, თმის მოქაჩვა, ხელის ჩავლება, რათა არ გაუშვან მსხვერპლი, რაღაცის სროლა, დაკაწვრა, მუშტებით ცემა, სახეში გარტყმა, კბენა, ყელში მოჭერა, წიხლების რტყმა, დანისა და იარაღის გამოყენება. თვალთვალი გულისხმობს დევნას, მუქარას. ასეთ დროს პარტნიორი გამუდმებით უთვალთვალებს მსხვერპლს, დაჰყვება, აყენებს შეურაცხყოფას და ბადებს მასში შიშსა და დაუცველობის შეგრძნებას.