Knjižnica

PDFs, YouTube videos etc

სქესის მიმართ ძალადობის კვლევა ახალგაზრდებში - რაოდენობრივი კვლევის შედეგები

  • Georgian

წარმოდგენილი კვლევის მიზანია შეისწავლოს საქართველოში არსებული სიტუაცია პარტნიორზე ძალადობის თვალსაზრისით 16-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ქვეჯგუფებში სხვადასხვა ტიპის ძალადობას შორის კავშირის შესწავლასა და ისეთი განსხვავებული ცვლადების მიხედვით მიღებული მონაცემების შედარებასთან ერთად, როგორიცაა სქესი, ასაკი და ა.შ. კვლევამ გამოკვეთა ძალადობის განსხვავებული ტიპების სიხშირე და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილებს შორის სხვადასხვა ძალადობასთან ასოცირებული შემთხვევები. მონაცემები შესწავლილია იმ ძალადობის ტიპების საფუძველზე, რომელიც გამოიკვეთა კითხვარში წარმოდგენილი ფაქტორების მიხედვით. ძალადობის თითოეული ტიპი გაანალიზდა ხანგრძლივობისა და ამ უკანასკნელის  ანმეორებითობის მიხედვით, რამაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა გავრცელებაში. გარდა ამისა, ნებისმიერი სახის ძალადობრივი ურთიერთობის ან ძალადობრივი შემთხვევის გამოცდამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სირთულეების გაჩენას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, კვლევამ შეისწავლა ძალადობის შედეგები და მასთან
ერთად მსგავს სირთულეებთან გამკლავების მეთოდები.