Knjižnica

PDFs, YouTube videos etc

სემინარი: დისნეის სტერეოტიპები

  • Georgian

სემინარზე ჩვენ ვისაუბრებთ იმ  სახეებზე/სურვილებზე/ მისწრაფებებზე,  რომლებიც გააჩნიათ გოგონებსა და ბიჭებს   დისნეის ფილმებში.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სემინარის PDF დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საკითხის თეორიულ საფუძვლებს და სემინარის მეთოდოლოგიურ აღწერილობას.

სემინარი: ძალადობა ახალგზარდა წყვილებში

  • Georgian

სემინარზე ჩვენ გამოვიყენებთ  Love&Respect-ის ქვიზის აპლიკაციას, როგორც ძირითად ინსტრუმენტს. ჩვენ გამოვიყენებთ მის პირველ ქვიზს, რომლის სახელია: „შეგიძლიათ ჯანმრთელი ურთიერთობების გამოცნობა?“, იმ მიზნით, რომ დამყარდეს ურთიეთობა მოზარდებთან, რომ შეიქმნას მონაცემთა ბაზა და ჩამონათვალი მათი აზრებისა იმის შესახებ - აღწერილი ქცევა  განეკუთვნება  ჯანმრთელ თუ  ტოქსიკურ ურთუერთობას. 

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სემინარის PDF დოკუმენტი,  რომელიც მოიცავს საკითხის   თეორიულ საფუძვლებს  და სემინარის მეთოდოლოგიურ აღწერილობას.

სემინარი: პორნოგრაფია, როგორც ურთიერთობებში ძალადობის ნორმალიზაციის საშუალება

  • Georgian

სემინარი  განკუთვნილია ახალგაზრებთან და იმ ადამიანებთან გამოსაყენებლად, ვინც შეხებაშია მოზარდებთან.
მოცემული აქტიობის მიზანია პორნოგრაფიაზე მსჯელობა,  მონაწილეთა აზრების მოსმენა და  გავრცელებული პორნოგრაფიის კრიტიკული  ანალიზი.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სემინარის PDF დოკუმენტი,  რომელიც მოიცავს საკითხის   თეორიულ საფუძვლებს  და სემინარის მეთოდოლოგიურ აღწერილობას.

სემინარი: გენდერი და არა სქესი

  • Georgian

მიზნები: სქესსა და გენდერს შორის განსხვავების გაგება და გენედრული სტერეოტიების გამოცნობა

თემა: სქესი, გენდერი და გენდერული სტერეოტიპები

 

სემინარი: გენდერული ყუთი

  • Georgian

მიზნები - ამ აქტიობის დასრულებისას მოსწავლეებს ეცოდინებათ:
• გენდერული სტერეოტიპების ცნება
• გააცნობიერებენ რომ გენდერული სტერეოტიპები არ არის უცვლელი, არამედ არის სოციალურად კონსტრუირებული
• შეეძლებათ გენდერული როლებზე მსჯელობა: თუ როგორ ისწავლება და ინერგება ის, რად უღირთ ბიჭებსა და გოგონებს თავიანთი მცდელობები - შეესაბამებოდნენ სოციალურად ჩამოყალიბებულ თავიანთ გენდერს.

თემა: გენდერული სტერეოტიპები, გენდერული როლები, გენდერული თანასწორობა

სემინარი: მითები ქალებისა და მამაკაცების შესახებ და მათი შედეგები

  • Georgian

მიზნები: იმ გზების გაანალიზება, რომლითაც კულტურა გადასცემს გზავნილებს და გამოხატავს
შეხედულებებს ქალებისა და მამაკაცების შესახებ. მონაწილეებს ეცოდინებათ იმ
გზავნილების შესახებ, რომელსაც მოიცავს ტრადიციული მითები და ასევე ის, თუ რა გავლენას ახდენენ ეს გზავნილები ქცევაზე.

თემა: გენდერული სტერეოტიპები, წინასწარრწმენები და დისკრიმინაცია.

სემინარი: ურთერთობები მოზარდთა შორის

  • Georgian

მიზნები: მოსწავლეებს ეცოდინებათ იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღ ურთიერთობებს და ასევე იმის შესახებაც, თუ რა ხელს უწყობს ხელს ურთიერთობების რღვევას.

თემა: რომანტიკული ურთერთობები, ჯანსაღი ურთიერთობები

სემინარი: ძალადობასთან დაკავშირებული მითები

  • Georgian

მიზანი: ძალადობასთან დაკავშირებულ მითებში გათვითცნობიერება

თემა: ძალადობა ქალთა მიმართ, სექსუალური ძალადობა

სემინარი: რისი გაკეთება შეგვიძლია - ინტერვენციის სტარტეგიები

  • Georgian

მიზნები:
• გათვითცნობიერება საკითხში: მოსწავლეების, როგორც მოწმეების ვალდებულება
• კონკრეტული ტექნიკების განსაზღვრა თანატოლთა იმ განწყობებთან და ქცევებთან დაპირისპირებით (challenging), რომელიც მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობას.
• იმის განსაზღვრა, თუ რა შეუძლია გააკეთოს თითოეულმა ადამიანმა ახალგაზრდულ ურთერთობებში ძალადობის შესაჩერებლად.

თემა: გათვითცნობიერება ძალადობის მოწმე ახალგაზრდების პასუხისმგებლობის საკითხში

სემინარები ახალგაზრდებს შორის სექსუალიზებული ძალადობის პრევენციის საკითხზე

  • Georgian

წინამდებარე აქტიობები წარმოადგენს საგანმანათლებლო მოდულის „ევროპული ფლირტ ექსპერტის  ახელმძღვანელო“-ს შემადგენელ ნაწილს, რომელიც შეიქმნა Hazissa-ს უკანასკნელი ეროპული პროექტის ფარგლებში. ის გამოიყენება ახალგაზრდებთან პრევენციული მუშაობისათვის ზოგადი და სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში სექსუალიზებული ძალადობის პრევენციისათვის; ასევე ახალგაზრდულ ურთიერთობებთან დაკაშვირებული აქტიობების საკითხზე პოზიტიური თანხმობის განსამტკიცებლად. ამ აქტიობების განხორციელებამდე წაიკითხეთ და განიხილეთ სექსუალიზებული ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული სამუშაოს ჩატარების ხარისხობრივი კრიტერიუმები, რომელიც მოცემულია ახალგაზრდებთან სექსუალიზებული ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული სემინარების სახელმძღვანელოში.