ორგანიზაციების სია

ასოციაცია ათინათი

ასოციაციის მისიაა განათლებული, ტოლერანტი  და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამისათვის, „ათინათი“  ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის და  შესაძლებლობების  გაძლიერების ხელშემწყობ პროგრამებს. ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და  მოსახლეობის ინფორმირებულობას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დევნილი (რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე) მოსახლეობის  გაძლიერებას. „ათინათი“   ძალადობის მსხვერპლებს უწევს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ კონსულტაციებს და სამედიცინო დახმარებას, მუშაობს ასევე  მოძალადეებთან, ავრცელებს ინფორმაციას და  მუშაობს პრობლემის პრევენციაზე. ორგანიზაცია ასევე ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.

 

  • არსებული სერვისები: 
  • ახალგაზრდული მუშაობა
  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია
  • სოციალური მუშაობა
  • სამედიცინო კონსულტაციები
  • იურიდიული დახმარება
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: რუსთაველის #94, ზუგდიდი

საიტი: www.atinati.org

Facebook: www.facebook.com/atinati.ge/

ელ.ფოსტა: office@atinati.org

ტელეფონი: +995 415 25 00 56

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ”სოხუმი”

 ჩვენ ვართ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ (იგპ) ქალთა ჯგუფი, რომლებიც გავერთიანდით, რათა შეგვექმნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, 1997 წლის ოქტომბერში. ჩვენი მიზანია ქალთა აქტივობის განვითარება საგანმანათლებლო, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის მეშვეობით. ქალის როლის ამაღლება, საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

 

 

  • არსებული სერვისები: 
  • სამოქალაქო განათლება
  • კვლევა
  • ინფორმაცია და საზოგადოებრივი ცნობიერება
  • ადვოკატირება
  • იურიდიული მხარდაჭერა
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: მგალობლიშვილის ქ. #6, ქუთაისი

საიტი: www.fsokhumi.ge

Facebook: www.facebook.com/fsokhumi

ელ.ფოსტა: womansukhumi@gmail.com

ტელეფონი: +995 431 27 29 02