ორგანიზაციების სია

ასოციაცია ჰერა XXI

ასოციაცია ჰერა XXI მუშაობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით და უზრუნველყოფს სათანადო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. კვლევათა მონიტორინგი, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება ის აქტივობებია, რომლებიც მთავარი ინსტრუმენტებია პროგრამების იმპლემენტაციის პროცესში. ასოციაცია ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში. ჰერა ხელს უწყობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.
უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაღალხარსხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

 

  • არსებული სერვისები: 
  • ახალგაზრდული მუშაობა
  • განათლება
  • კონსულტაციები რეპროდუქტოლოგთან
  • ონლაინ კონსულტაცია ექიმ-რეპროდუქტოლოგთან
  • იურიდიული რჩევა
  • სათემო ჯგუფების განვითარება
  • ადვოკატირება
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გამსახურდიას გამზირი #2, თბილისი.

საიტი: hera-youth.ge

Facebook: www.facebook.com/AssociationHeraXXI

ელ.ფოსტა: assocaitionhera@gmail.com

ტელეფონი: +995 32 2 14 28 53

სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა ორგანიზაცია

ორგანიზაცია სამიზნე ჯგუფს სთავაზობს უფასო გინეკოლოგიურ და იურიდიულ მომსახურებას, ასევე თერაპიას. მუშაობს ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, გენდერით მოტივირებულ დანაშაულზე, უფლებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე. დემოკრატ ქალთა ორგანიზაციას, ასევე აქვს მცირე ზომის თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის. ორგანიზაცია აგრეთვე მართავს შეხვედრებს, სადაც ქართველ და სომეხ ქალებს, საშუალება აქვთ ერთად იმუშაონ პოლიტიკურ საკითხებზე.

 

  • არსებული სერვისები: 
  • განათლება
  • ცნობიერების ამაღლება
  • გინეკოლოგიური კონსულტაცია
  • ფსიქოლოგიური მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: მ.კოსტავას ქ. #109, ახალციხე

Facebook: https://www.facebook.com/dwo.samtskhejavakheti.3

ელ.ფოსტა: marinamodebadze@rambler.ru

ტელეფონი: 571-54-83-44, 579-24-04-10