ორგანიზაციების სია

სახლი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი

 “სახლის” მთავარი საქმიანობაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა. იგი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომელიც ექსკლუზიურად ამ საკითხზე მუშაობს. “სახლის” გუნდი მრავალპროფილურია და შედგება სოციალური მუშაკების, ადვოკატების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ოჯახის ექიმებისა და პედიატრებისგან. ჩვენი უფლებამოსილებაა დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხველპლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. 

ჩვენი მიზნებია:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება სერვისების მიწოდების მეშვეობით
  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ოჯახურ ძალადობაზე
  • ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებების ხელშეწყობა
  • ორგანიზაციათა ქსელის შექმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად

- არსებული სერვისები: 

- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია

- სოციალური კონსულტაციები

- იურიდიული დახმარება

- სამედიცინო მომსახურება და ფსიქიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ღამბაშიძის ქ. #3, თბილისი

საიტი: www.sakhli.org

ელ. ფოსტა: sakhli13@hotmail.com

ტელეფონი: +995 32 2 98 90 80

ცხელი ხაზი: +995 595 23 21 02 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ)

ძდექ-ის მისია და სტრატეგია შემდეგ დებულებებს ეფუძნება: 

  • არავის შეუძლია უგულებელყოს ოჯახური ძალადობის პრობლემა; 
  • არ არსებობს პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარება გაერთიანებული ძალებით; 
  • ჩვენმა აქტივობებმა, ხელი უნდა შეუწყონ ისეთი გარემოს დაარსებას, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან; 
  • ჩვენი საქმიანობით, ვქმნით მექანიზმებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში პასუხობენ ოჯახური ძალადობის შემთხევებს; 
  • ჩვენ საქმიანობას წვლილი შეაქვს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მექანიზმების გაძლიერებაში; 
  • ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარება, ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენი წარმატების წინაპირობაა; 

- არსებული სერვისები: 

  • იურიდიული კონსულტაციები
  • ფსიქოლოგიური დახმარება (ინდივიდუალური კონსულტაციები, ჯგუფური თერაპია, ტრენინგი სოციალურ უნარებში)
  • სოციალური მუშაობა
  • თავშესაფრის მომსახურება
  • ცხელი ხაზი

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ზურაბ ჭავჭავაძის ქ. #9, თბილისი

საიტი: www.avng.ge

Facebook: www.facebook.com/AVNG1/

ელ.ფოსტა: antiviolence@avng.ge

ტელეფონი: +99532 2950679

ცხელი ხაზი: +99532 2726717

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა შაკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია ქალთა გაძლიერების გზით ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელშიც ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრულფასოვანი ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაციის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

- არსებული სერვისები: 

  • კონსულტაცია სექსოლოგთან
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციები
  • იურიდიული კონსულტაციები
  • სოციალური მუშაობა
  • განათლება
  • მხარდაჭერა ცხელი ხაზით

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: პეკინის გამზირი #29, თბილისი, 

საიტი: women.ge

Facebook: https://www.facebook.com/WISG.org/

ელ. ფოსტა: info@women.ge

ტელეფონი: +995 32 237 14 15

ცხელი ხაზი: +995 595 19 03 03