ორგანიზაციების სია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უზრუნველყოფენ უფასო იურიდიული დახმარებით, სასამართლოში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში წარმომადგენლობით.

 

 

  • არსებული სერვისები: 
  • უფასო იურიდიული დახმარება
  • კონსულტაციები ადამიანთა უფლებების დარღვევაზე
  • კვლევები
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ქანთარიას ქ. #11ა, თბილისი

საიტი: article42.ge

Facebook: www.facebook.com/article42/

ელ.ფოსტა: office@article42.ge

ტელეფონი: +995 032 299 88 56

სახლი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი

 “სახლის” მთავარი საქმიანობაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა. იგი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომელიც ექსკლუზიურად ამ საკითხზე მუშაობს. “სახლის” გუნდი მრავალპროფილურია და შედგება სოციალური მუშაკების, ადვოკატების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ოჯახის ექიმებისა და პედიატრებისგან. ჩვენი უფლებამოსილებაა დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხველპლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. 

ჩვენი მიზნებია:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება სერვისების მიწოდების მეშვეობით
  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ოჯახურ ძალადობაზე
  • ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებების ხელშეწყობა
  • ორგანიზაციათა ქსელის შექმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად

- არსებული სერვისები: 

- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია

- სოციალური კონსულტაციები

- იურიდიული დახმარება

- სამედიცინო მომსახურება და ფსიქიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ღამბაშიძის ქ. #3, თბილისი

საიტი: www.sakhli.org

ელ. ფოსტა: sakhli13@hotmail.com

ტელეფონი: +995 32 2 98 90 80

ცხელი ხაზი: +995 595 23 21 02 

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა შაკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია ქალთა გაძლიერების გზით ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელშიც ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრულფასოვანი ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაციის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

- არსებული სერვისები: 

  • კონსულტაცია სექსოლოგთან
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციები
  • იურიდიული კონსულტაციები
  • სოციალური მუშაობა
  • განათლება
  • მხარდაჭერა ცხელი ხაზით

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: პეკინის გამზირი #29, თბილისი, 

საიტი: women.ge

Facebook: https://www.facebook.com/WISG.org/

ელ. ფოსტა: info@women.ge

ტელეფონი: +995 32 237 14 15

ცხელი ხაზი: +995 595 19 03 03