ორგანიზაციების სია

თანასწორობის მოძრაობა

გვსურს, ვიცხოვროთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო ლგბტქ ადამიანები არ განიცდიან ძალადობასა და აგრესიას. ლგბტქ თემის წევრები და ქალები კი საზოგადოების თანასწორი წევრები არიან.
ამ ხედვის რეალიზებისათვის ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლგბტ თემისა და ქალების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, ამავდროულად, ვიმუშაოთ საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად.
შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

 

  • არსებული სერვისები: 
  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია
  • სოციალური სამსახური
  • სამედიცინო კონსულტაციები
  • იურიდიული დახმარება
  • აივის ტესტირება
  • სათემო სამსახური
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: სოფიკო ჭიაურელის #13, თბილისი

საიტი: www.equality.ge

Facebook: www.facebook.com/equalitymovementgeorgia/

ელ.ფოსტა: info@equality.ge

ტელეფონი: +995 790 980 680

კავშირი საფარი

კავშირი „საფარი“ დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი და ბენეფიციარებს სთავაზობს სამედიცინო და ფსიქოსოციალურს დახმარებას. „საფარის“ საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას. „საფარმა“ გააფართოვა საქმიანობის მანდატი და ის მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად, „საფარი“ ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე.

 

  • არსებული სერვისები: 
  • ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება
  • კვლევები
  • იურიდიული კონსულტაციები
  • სოციალური სამსახური
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
  • ტრენინგი
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: გახოკიძის ქ. #11ა, თბილისი

საიტი: sapari.ge

Facebook: https://www.facebook.com/unionsapari/

ელ.ფოსტა: unionsapari@gmail.com

ტელეფონი: +9955 322 30 76 03

სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა ორგანიზაცია

ორგანიზაცია სამიზნე ჯგუფს სთავაზობს უფასო გინეკოლოგიურ და იურიდიულ მომსახურებას, ასევე თერაპიას. მუშაობს ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, გენდერით მოტივირებულ დანაშაულზე, უფლებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე. დემოკრატ ქალთა ორგანიზაციას, ასევე აქვს მცირე ზომის თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის. ორგანიზაცია აგრეთვე მართავს შეხვედრებს, სადაც ქართველ და სომეხ ქალებს, საშუალება აქვთ ერთად იმუშაონ პოლიტიკურ საკითხებზე.

 

  • არსებული სერვისები: 
  • განათლება
  • ცნობიერების ამაღლება
  • გინეკოლოგიური კონსულტაცია
  • ფსიქოლოგიური მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: მ.კოსტავას ქ. #109, ახალციხე

Facebook: https://www.facebook.com/dwo.samtskhejavakheti.3

ელ.ფოსტა: marinamodebadze@rambler.ru

ტელეფონი: 571-54-83-44, 579-24-04-10

სახლი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი

 “სახლის” მთავარი საქმიანობაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა. იგი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომელიც ექსკლუზიურად ამ საკითხზე მუშაობს. “სახლის” გუნდი მრავალპროფილურია და შედგება სოციალური მუშაკების, ადვოკატების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ოჯახის ექიმებისა და პედიატრებისგან. ჩვენი უფლებამოსილებაა დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხველპლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში. 

ჩვენი მიზნებია:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება სერვისების მიწოდების მეშვეობით
  • საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ოჯახურ ძალადობაზე
  • ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებების ხელშეწყობა
  • ორგანიზაციათა ქსელის შექმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად

- არსებული სერვისები: 

- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია

- სოციალური კონსულტაციები

- იურიდიული დახმარება

- სამედიცინო მომსახურება და ფსიქიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ღამბაშიძის ქ. #3, თბილისი

საიტი: www.sakhli.org

ელ. ფოსტა: sakhli13@hotmail.com

ტელეფონი: +995 32 2 98 90 80

ცხელი ხაზი: +995 595 23 21 02 

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების გზით. ქალთა ფონდი თავის რესურსებს მიმართავს ქალთა ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების გასაძლიერებლად, რათა მათი ინიციატივები და საქმიანობა იყოს სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური ისეთი სტრატეგიების შესაქმნელად, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება პატრიარქალურ ძალაუფლებრივ სისტემას.

 

  • არსებული სერვისები: 
  • გრანტები
  • შესაძლებლობების განვითარება
  • ფილანტროპია
  • განათლება
  • სტიპენდიები
  • საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: სერგო ზაქარიაძის ქ. #8, თბილისი

საიტი: www.womenfundgeorgia.org

Facebook: www.facebook.com/womenfundgeorgia

ელ.ფოსტა: info@womenfundgeorgia.org

ტელეფონი: +995 322 399998

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა შაკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია ქალთა გაძლიერების გზით ჰარმონიული, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელშიც ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი იქნება სრულფასოვანი ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ორგანიზაციის განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ლესბოსელი და ბისექსუალი ქალები, ტრანსგენდერი ადამიანები, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, სოფლად მაცხოვრებელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალები.

 

- არსებული სერვისები: 

  • კონსულტაცია სექსოლოგთან
  • ფსიქოლოგიური კონსულტაციები
  • იურიდიული კონსულტაციები
  • სოციალური მუშაობა
  • განათლება
  • მხარდაჭერა ცხელი ხაზით

 

- საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: პეკინის გამზირი #29, თბილისი, 

საიტი: women.ge

Facebook: https://www.facebook.com/WISG.org/

ელ. ფოსტა: info@women.ge

ტელეფონი: +995 32 237 14 15

ცხელი ხაზი: +995 595 19 03 03